კალიმაქე
ვიკიპედიიდან
კალიმაქე (დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა – დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია), ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი. ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური იყო. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15–წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი – ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ "მიზეზების" ფრაგმენტები, ეპილიონის "ჰეკალესა" და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა "იბისი" დაკარგულია.