თალაბანი, ჯალალ
ვიკიპედიიდან
ჯალალ თალაბანი (ქურთ.: ﺟﻪﻻﻝ ﺗﺎﻟﻪﺑﺎﻧﻰ /Celal Talebanî/Jelal Talebaní )(არაბ.: جلال طالباني: jalâl tâlabânî) (* 1933), ერაყელი პოლიტიკოსი, დასახელებულ იქნა ერაყის პრეზიდენტად 2005 წლის 6 აპრილს და ხელმეორედ 2006 წლის 22 აპრილს ერაყის ეროვნული ასამბლეის მიერ. თალაბანი არის ერაყის ერთ-ერთი მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის - ქურდისტანის პატრიოტული გაერთიანების (PUK) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. ის ასევე წამყვანი წევრი იყო ერაყის დროებითი მმართველი საბჭოსი, რომელიც დაფუძნდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის გადაგდების შემდეგ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის შედეგად.