განხილვა:ვარდების რევოლუცია
ვიკიპედიიდან
[რედაქტირება] ადმინისტრატორის წინადადება
ბატონებო მოგესალმებით,
ვადევნებ თვალყურს თქვენს დისკუსიას და სიტუაციის განმუხტვის მიზნით და ვიკიპედიის მიერ აღიარებული ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპის შესაბამისად მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი წინადადება:
1) სტატიაში, რომელსაც ჰქვია ”ვარდების რევოლუცია”, დარჩეს მხოლოდ ასეთი ტექსტი:
”ვარდების რევოლუცია” - რევოლუციად წოდებული მშვიდობიანი სახალხო გამოსვლები თბილისში, რომლის შედეგადაც 2003 წლის ნოემბერში საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური ხელისუფლება.
|
2) შეიქმნას ახალი გვერდები, რამდენიც საჭიროა ! (დარწმუნებული ვარ არსებობს სხვა განსხვავებული თვალსაზრისებიც, თუნდაც პროშევარდნაძისტული). თავის სტატიაში თითოეულმა ავტორმა განავითაროს საკუთარი აზრი და შეხედულება, მხოლოდ ნუ დაარქმევს ამას რაიმე კონკრეტულ სახელს: ოფიციოზის, ნაციონალების, ეროვნულთა ძალთა თვალსაზრისი და ა.შ. მკითხველმა თავად განსაჯოს, რომელ პოზიციას იზიარებს და საზოგადოების რომელი ნაწილის მოსაზრებებს გამოხატავს.
3) ჩემი მოწოდებაა, სტატია დაიწეროს ენციკლოპედიურ სტილში, სტრუქტურირებულად (პარაგრაფები, სექციები..., რაც გააადვილებს სტატიის კითხვას) და არა მსჯელობის, დიალოგის, ჩართული კომენტარების და კითხვების ან სხვა ფორმით. სტატიებში გთხოვთ თავი შევიკავოთ მკვეთრი გამოთქმების და შეფასებებისაგან. იმედი მაქვს თვალსაზრისების ნუმერაციაში პრობლემა არ გვექნება.
თუ ეს წინადადება თქვენთვის მისაღებია, მე დაველოდები თქვენს გამოხმაურებას და შევუდგები სტატიის რეორგანიზაციას.
პატივისცემით, ავთანდილ 10:24:09, 2005-08-25 (UTC)
[რედაქტირება] ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილს ("BPG"-ს)
ბ-ნო ბესარიონ, ძალზე გულდასაწყვეტია, რომ 2003 წლის ნოემბრიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების თქვენეული ხედვა არაადექვატურია, მაგრამ საქართველო არც თქვენით და არც ჩემით არ იწყება და არ მთავრდება. საქართველო აგრძელებს არსებობას და ცდილობს შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმის 12-წლიანი თარეშის სავალალო შედეგებისგან თავის დაღწევას. რაც შეეხება ქართულ "ვიკიპედიას", მან სულ ახლახან აიდგა ფეხი და, მერწმუნეთ, დროთა მანძილზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა მოვლენას ასახავს თავის ფურცლებზე (პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის).
პატივისცემით, ლევან ურუშაძე (ლევზურ)
2005 წლის 23 აგვისტო
[რედაქტირება] ბატონო ლევან
არაადექვატურია ჩემი ხედვა თუ არა, მაგას მხოლოდ დრო გამოაჩენს (თქვენ ჩემი თვალთახედვის მსაჯ-მოსამართლედ არავის დაუნიშნიხართ). ჩემი თვალთახედვით კი ადგილი ჰქონდა ერთი კრიმინალური რეჟიმის მეორეთი შეცვლას და ეს მხოლოდ ჩემი ხედვა არ არის. კეთილი ინებეთ და ქართული ვიკიპედიის მკითხველებს მიეცით საშუალება გაეცნონ ალტერნატიულ, განსხვავებულ თვალთახედვებსაც.
ჩემი პატივისცემა თქვენსადმი უკვე გამოვხატე...
[რედაქტირება] ეროვნული ძალების თვალთახედვა
ეროვნული ძალების თვალსაზრისით ეგრეთწოდებული „ვარდების რევოლუცია“ არის:
სასახლის შინა (კარის) გადატრიალება, როდესაც 1991-1992 წლების კრიმინალური სამხედრო გადატრიალებისა და ნომენკლატურის რევანშის შედეგად ხელისუფლებაში ხელახლა მოსულმა ნომენკლატურის ახალგაზრდა წევრებმა (ე.წ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“) ამ ნომენკლატურის ხელისუფლების სათავეში დარჩენისათვისა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ჩამოიშორეს ქართველი ხალხისათვის ყველაზე საძულველი და ოდიოზური რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა ე.შევარდნაძის ჩათვლით და ამით, პოპულისტური „ჰეროიკული შარავანდედით“ მოსილებმა განაგრძეს ქვეყნის მართვა.
შევარდნაძის რეჟიმის დროს სასტიკად დევნილ-შევიწროებული კანონიერი ხელისუფლების ზოგიერთი მერყევი წევრის მიმხრობითა და შეცდენით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა შევარდნაძის დამხობის მთავარი ძალად გამოეყენებინა კანონიერი ხელისუფლების რიგით მომხრეთა საკმაოდ დიდი მასსა, რამაც სახელმწიფო გადატრიალების წარმატება უზრუნველყო. ამასვე შეუწყო ხელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკლე დროში იოლად დაბრუნების პოპულისტურმა სპეკულაციამ.
„ვარდების რევოლუცია“ -- რაც მთავარია -- ვერ აკმაყოფილებს ზოგადად რევოლუციებისათვის მინიმალურ და საკმარის პირობას - მას არ შეუცვლია საქართველოს მმართველი კლასი, არამედ შეცვალა მხოლოდ მისი ზედაფენის მცირე ნაწილი - ვითომ ახალი, რევოლუციური ხელისუფლების სათავეში პრაქტიკულად არც ერთი ახალი პოლიტიკური ფიგურა არ გამოჩნდა - უკლებლივ ყველა შევარდნაძის ანტიეროვნული ხელისუფლების წევრები დარჩნენ. ამდენად იგი შეიძლება მხოლოდ „კოსმეტიკურ ევოლუციად“ ჩაითვალოს.
საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ უახლესი პოლიტტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია - პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული და განხორციელებული „დემოკრატიული“ სახელმწიფო გადატრიალებებს შორის ერთ-ერთი წარმატებული. იგივე პოლიტტექნოლოგია არსებული ხელისუფლების შესაცვლელად უფრო ადრე გამოყენებული იქნა იუგოსლავიაში, ხოლო შემდგომ - უკრაინაში. მოსალოდნელია ამ პოლიტტექნოლოგიების გამოყენება სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც.
1991-1992 წლების კრიმინალური სამხედრო გადატრიალებით დევნილი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების არც ერთი ფრაქცია არ ცნობს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოში დამყარებულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად და მას „ნეოპუტჩისტურ ძალაუფლებას“ უწოდებს.
„ვარდების რევოლუციით“ შექმნილი ძალაუფლების ყველაზე სუსტ ადგილად, რაც საბოლოო ჯამში მის დამარცხებას გამოიწვევს - უვიწროესი სოციალური ბაზა-წრეა, რომელიც შედგება რამდენიმე ათეული ანტიქართული უცხოური ფონდების მიერ გამოწვრთნილ-გამოზრდილი „ახალი კომკავშირლებისან“.
გთხოვთ ჩვენი თვალსაზრისი დაამატოთ სტატიას - დაიცვათ თქვენსვე მიერ შემუშავებული დებულებები - ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი - სადაც წერთ:
როგორ ? აი ასე - სტატია უნდა დაიწეროს “გვერდით მდგომი პირის” პოზიციიდან ამგვარად:
“მორწმუნეთა თვალსაზრისით, ღმერთი უზენაესი არსებაა, ხოლო ათეისტები თვლიან, რომ ღმერთი არ არსებობს”.
ამგვარად, მივიღეთ ფორმულირება, რომელიც:
- არ ცდილობს კომპრომისის მიღწევას ორ თვალსაზრისს შორის (ეს შეუძლებელია!)
- წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ორი მხარისათვის.
მოკლედ: გთხოვთ დადგეთ იქ სადაც უნდა იდგეთ -- ანუ გვერდზე :))
[რედაქტირება] შესწორების ფიქსირება
ბოლო შესწორებებიანი ვერსია გაანადგურა მომხმარებელმა IP 213.157.194.24 netname: RUSTAVI2, country: GE.
[რედაქტირება] თანაავტორის შენიშვნა
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს სტატია მე წამოვიწყე და ახლა ჩემი საწყისი სახიდან არაფერია დატოვებული - წარმოდგენილია რეჟიმის მომხრეთა აბსოლუტურად და ცალსახად სუბიექტური მოსაზრება. დარღვეულია ვიკიპედიის ფუძემდებლური - ნეიტრალურობის - პრინციპი! ასე არ შეიძლება ბატონებო...
ვიკიპედიის ინგლისურ გამოცემაზე უფრო „ნეიტრალური“ ნუ იქნებით... იქაც ჩაიხედთ ხოლმე :)
დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებასა და თავდადებას „ვარდების რევოლუციისა“ და მისი ლიდერების მიმართ, მაგრამ უფრო დიდ პატივსა ვცემ ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისა და მისი მომხრეების (შესაძლოა მცირერიცხვოვანის -- მერე რა?) თვალსაზრისს (მაგ. მ.არჩვაძე-გამსახურდიას და კონსტანტინე გამსახურდიას - რომელიც თვლის, რომ „ვარდყვავილოვანი არჩევნები“ ურცხვად გაყალბებული იყო) -- იძულებული ვარ საწყისი ტექსტი აღვადგინო/დავამატო.
[რედაქტირება] სავსებით შეცვლილი ტექსტი (პროოფიციოზური თვალსაზრისი)
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შედეგად საქართველოს სათავეში მოსული ე. შევარდნაძის დიქტატორული, კრიმინალური რეჟიმის 12-წლიანი მმართველობა ამ რეჟიმისთვის ფატალურად დასრულდა. 12-წლიანმა რეპრესიებმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას (1939-1993) დევნილი კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიმართ, ადამიანის უფლებათა სისტემატურმა და მასობრივმა დარღვევებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფამ, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის გამათხოვრებამ, ხელისუფლებაში გამეფებულმა ზღვარდაუდებელმა კორუფციამ დაბოლოს, - 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არნახულმა, ტოტალურმა გაყალბებამ (გაყალბებული იყო 1992, 1995 და 1999 წლების არჩევნების შედეგებიც, მაგრამ 2 ნოემბრის არჩევნების დროს მომხდარი უუხეშესი დარღვევების მასშტაბები ყველანაირ ზღვარს გადასცდა) ლოგიკური შედეგი გამოიღო: 2003 წლის 14-23 ნოემბრის მშვიდობიანი საყოველთაო-სახალხო დაუმორჩილებლობა დასრულდა აღნიშნული წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციით" და შევარდნაძის რეჟიმის გადადგომით. 22-23 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში 150,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.
„კმარა“ გამოგრჩათ ბატონებო - რატომ? შემთხვევით?
ვარდების რევოლუციის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". საგულისხმოა, რომ რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა ზ. გამსახურდიას მხარდამჭერთა ორგანიზაცია "ეროვნული თანხმობის კავშირი" დევნილი კანონიერი ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერის და ფინანსთა მინისტრის, ყოფილი პოლიტიკური პატიმრის (ამჟამად პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე) გურამ აბსანძის ხელმძღვანელობით. 2004 წლის 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 2001 წლიდან ოპოზიციაში ედგა შევარდნაძის რეჟიმს.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომლის თაოსნობით დაიწყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და მის მხარდამჭერთა სრული რეაბილიტაციის პროცესი (2004 წლის 25 იანვრის მანიფესტშივე, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები სახელდებულია, როგორც კრიმინალური სამხედრო გადატრიალება და ღირსეული პატივით არის მოხსენიებული ზ. გამსახურდია), მხარს უჭერს/და ზ. გამსახურდიას მხარდამჭერი ქართველი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი (ესაა ნეიტრალური პოზიცია? „მნიშვნელოვანი“ არის თუ არა რაოდენობა აბსულუტურად სუბიექტური მოსაზრებაა და მეორეც - თუ მხარდამჭერებს მოიხსენიებთ - დალოცვილნო, ისინიც მოიხსენიესთ - ვინც მხარს არ უჭერს...) ნაწილი (საკმარისია დავასახელოთ ქართული კულტურის და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწენი: ირაკლი და გიორგი ოჩიაურები, მუხრან მაჭავარიანი, თინათინ ოჩიაური, ირაკლი კენჭოშვილი, ლია ანდღულაძე, კოტე ჩოლოყაშვილი, იულონ გაგოშიძე და სხვა მრავალი). ზვიად გამსახურდიას და მის მხარდამჭერთა სრული გამართლებით (მტკნარი ტყუილი! დოკუმენტში წერია: „გამოცხადდეს ამნისტია 1991-92 წლების მოვლენების მიზეზებით, შევარდნაძის ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეუთავსებლობის ნიადაგზე დაპირისპირებულთა, პატიმართა და ძებნილთა მიმართ“-ო. მეტიც -- არა გცოდნიათ თუ რა პირობით შეწყდა სასამართლო დევნა და არც ის გცოდნიათ, რომ ზოგმა არ მოაწერა ხელი იმ პირობას) შეწყდა მათ მიმართ 1992 წლის იანვარში უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს პრეზიდენტის სახელი ეწოდა თბილისის ყველაზე დიდ მაგისტრალს - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმი ("კოლხური კოშკი") 2005 წელს ოფიციალურად გამოცხადდა კულტურის ძეგლად (კოლხური კოშკი სავალალო მდგომარეობაშია - რაში გამოიხატა მისი კულტურის ძეგლად გამოცხადება? - ეს უნდა დაიწეროს...).
ამასთან: შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია... ეს კომისია ერთხელაც არ შეკრებილა!
რამდენადაც სტატია ჯერ მხოლოდ დამუშავების პროცესშია და იგი მე წამოვიწყე:
უმორჩილესად გთხოვთ, ჩაასწოროთ მხოლოდ ნეიტრალური პოზიციიდან - არ გამოგრჩეთ არ ჩვენი შენიშვნები...
2004 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო როგორც ზემოთმითითებული კომისიის მუშაობა (ერთი სხდომაც არ ჩაუტარებიათ), ასევე - სააკაშვილის ბრძანებით პროკურატურის მიერ წამოწყებული ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის გამოძიებაც (არც 2005 წლის დეკემბერში არ დასრულდება!).
[რედაქტირება] ეროვნული ძალების თვალსაზრისი
სასახლის შინა (კარის) გადატრიალება, როდესაც 1991-1992 წლების კრიმინალური სამხედრო გადატრიალებისა და ნომენკლატურის რევანშის შედეგად ხელისუფლებაში ხელახლა მოსულმა ნომენკლატურის ახალგაზრდა წევრებმა (ე.წ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“) ამ ნომენკლატურის ხელისუფლების სათავეში დარჩენისათვისა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ჩამოიშორეს ქართველი ხალხისათვის ყველაზე საძულველი და ოდიოზური რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა ე.შევარდნაძის ჩათვლით და ამით, პოპულისტური „ჰეროიკული შარავანდედით“ მოსილებმა განაგრძეს ქვეყნის მართვა.
შევარდნაძის რეჟიმის დროს სასტიკად დევნილ-შევიწროებული კანონიერი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიმხრობითა და შეცდენით (შეპირდნენ რა მათ პარლამენში საგანგებო ქვოტის გამოყოფას) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა შევარდნაძის დამხობის მთავარი ძალად გამოეყენებინა კანონიერი ხელისუფლების რიგით მომხრეთა საკმაოდ დიდი მასსა, რამაც სახელმწიფო გადატრიალების წარმატება უზრუნველყო. ამასვე შეუწყო ხელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკლე დროში იოლად დაბრუნების პოპულისტურმა სპეკულაციამ.
„ვარდების რევოლუციის“ მთავარი დამკვრელი ძალა გახდა უცხოეთიდან დაფინანსებული პარაცივილური ორგანიზაცია „კმარა“ - რომლის ასეულობით წევრმა სპეცმომზადება იუგოსლავიაში გაიარა (სწორედ მას ასახელებს ინგლისური ვიკიპედია და არა ოდესღაც ზ.გამსახურდიას მომხრე ინტელიგენციასა და ვინმე გ.აბსანძეს).
„ვარდების რევოლუცია“ -- რაც მთავარია -- ვერ აკმაყოფილებს ზოგადად რევოლუციებისათვის მინიმალურ და საკმარის პირობას - მას არ შეუცვლია საქართველოს მმართველი კლასი, არამედ შეცვალა მხოლოდ მისი ზედაფენის მცირე ნაწილი - ვითომ ახალი, რევოლუციური ხელისუფლების სათავეში პრაქტიკულად არც ერთი ახალი პოლიტიკური ფიგურა არ გამოჩნდა - უკლებლივ ყველა შევარდნაძის ანტიეროვნული ხელისუფლების წევრები დარჩნენ. ამდენად იგი შეიძლება მხოლოდ „კოსმეტიკურ ევოლუციად“ ჩაითვალოს.
საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ უახლესი პოლიტტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია - პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული და განხორციელებული „დემოკრატიული“ სახელმწიფო გადატრიალებებს შორის ერთ-ერთი წარმატებული. იგივე პოლიტტექნოლოგია არსებული ხელისუფლების შესაცვლელად უფრო ადრე გამოყენებული იქნა იუგოსლავიაში, ხოლო შემდგომ - უკრაინაში. მოსალოდნელია ამ პოლიტტექნოლოგიების გამოყენება სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც.
1991-1992 წლების კრიმინალური სამხედრო გადატრიალებით დევნილი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების არც ერთი ფრაქცია არ ცნობს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოში დამყარებულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად და მას „ნეოპუტჩისტურ ძალაუფლებას“ უწოდებს.
„ვარდების რევოლუციით“ შექმნილი ძალაუფლების ყველაზე დიდი სისუსტე, რაც საბოლოო ჯამში მის დამარცხებას გამოიწვევს - უვიწროესი და ძალზე შეზღუდული სოციალური ბაზისი-წრეა, რომელიც შედგება რამდენიმე ათეული ანტიქართული უცხოური ფონდების მიერ გამოწვრთნილ-გამოზრდილი „სოროსული კომკავშირლებისაგან“.
აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ეროვნული მოძრაობიდან აქტიური მონაწილეთა ერთი ჯგუფს სულ მალე გაუტყდა გული ამ რევოლუციაზე და ისინი მკვეთრად გაემიჯნენ და ოპოზიციაში ჩაუდგნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზოგადად, 2005 წლიდან აქტიურად დაიწყო ყოფილი ანტიშევარდნაძისტული ალიანსის რღვევა და მმართველი პარტიისადმი (შედარებით მძლავრი) ოპოზიციის შექმნა-ჩამოყალიბება.
„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ კიდევ უფრო შეირყა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა იმით, რომ სახელმწიფოს უშიშროებისათვის უმნიშვნელოვანეს პოსტებზე მყოფი პირები ხელფასით-მატერიალურად დამოკიდებული გახდნენ უცხოეთის სახელმწიფოებზე, ხოლო რიგი მათგანი უცხო უშუალოდ უცხო სახელმწიფოების სამსახურშია - გაძლიერებული „ბანანიზება (ბანანურ რესპუბლიკად გადაქცევა)“.
Merabishvili didn’t mention the trip that Giga Bokeria, a 31-year-old Tbilisi activist, took to Serbia to meet with Otpor members in February 2003, or the trip to Otpor activists took to Tbilisi last summer. The Otpor activists ran three-day classes teaching more than 1,000 Georgian students how to stage a bloodless revolution. Both trips were funded by Soros’ Open Society Institute.
Activists from Otpor in Serbia and Pora in Ukraine have said that publications and training they received from the US based Albert Einstein Institution staff have been instrumental to the formation of their strategies.
The Belgrade based Center for Nonviolent Resistance was also key in training Kmara, and several other Western organizations were involved in supporting the group. According to an article in the scholarly journal Problems of Post-Communism, Kmara was also funded by Freedom House, the National Democratic Institute, European Union, National Endowment for Democracy, International Republican Institute, Organization for Security and Cooperation in Europe, USAID, and the Council of Europe. OSI flew the Georgian youth leaders and opposition leader Mikhail Saakashvili to Serbia in order to prepare them for what might happen in the upcoming elections and how they could react nonviolently in a way that would produce real changes. Kmara received training and inspiration from the Otpor, which led the overthrow of Slobodan Milošević in Serbia in 2000.
[რედაქტირება] ბ-ნო ბესარიონ!
ძალზედ იოლია ჰელსინკიდან მზამზარეული და უაღრესად ტენდენციური მითითებების მიცემა იმ ხალხისთვის, რომელნიც არ გაქცეულან საქართველოდან და თავის ტყავზე გამოსცადეს შევარდნაძის 12-წლიანი თარეში! ნურც სულმნათ ზვიად გამსახურდიას ნათელი ხსოვნისადმი პატივისცემას გვასწავლით (სწორედ მისი ერთგულებისთვის ვიღვწოდით იმ ავადსახსენებელი 12 წლის მანძილზე). რაც შეეხება ქ-ნ მ. არჩვაძეს, სწორედ მან მრავალგზის წიხლებით გადაუარა ბ-ნ ზვიადის ხსოვნას. გთხოვთ, თავად დაუკვირდეთ თქვენს სიტყვებს და ქცევას. დაბოლოს, სწორედ თქვენ წარადგინეთ ამ რამდენიმე წლის წინ თქვენი საიტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს (სოროსის ფონდის საქართველოს განყოფილების) კონკურსზე და მიიღეთ კიდეც პრემია... თქვენგან განსხვავებით, მე არანაირი კავშირი არ მქონია სოროსის ფონდთან.
ლევან ურუშაძე
[რედაქტირება] :)
ლევან -- მე რატომ მეხებით? პირად შეურაწყოფაზე რატომ გადადიხართ?
მე სადმე პირადად გახსენეთ? მთლად ნუ გადაირევი - ბიჭო...
მე ზვიად გამსახურდიას ერთგულებისთვის არ ვიღწვოდი - გეშლება მაგარ სიყვარულში - ჩემი მეგობრის ზვიადის მეთაურობით საქართველოსთვის ვიღწვოდი, იცი?
[რედაქტირება] ?!
ზვიადისადმი ერთგულება არ არის საქართველოსადმი ერთგულება? სწორედ საქართველოსადმი მისმა ერთგულებამ განაპირობა მისადმი ხალხის ერთგულება! საინტერესოა, სად დალანდეთ შეურაცჰმყოფელი ფრაზები...
[რედაქტირება] კმარა
კმარა, ლევან...
სადაც 12 წელი გაგიძლია - 2-3 წელიც გაიტანე თავი
[რედაქტირება] ..................................
[რედაქტირება] ჩვენი თვალთახედვა
ჩვენი (ეროვნული ხელისუფლების მომხრეების) თვალთახედვა უნდა აისახოს - აუცილებლად (ნაციონალების თვალთახედვასთან ერთად - თუ მაინცდამაინც გნებავთ). საჭიროა ობიექტურობისათვის!
[რედაქტირება] სწორედ თქვენი "თვალთახედვაა" მეტად არაობიექტური
იმისათვის, რომ ობიექტურად განსაჯოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, სხვისი მონათხრობით კი არ უნდა ხელმძღვანელობდეთ, არამედ თავად ადგილზე უნდა აკვირდებოდეთ ამ მოვლენებს. ჰელსინკური რეცეპტებით ვერ ვიხელმძღვანელებთ...
[რედაქტირება] თხოვნა
ძვირფასო მეგობრებო,
ძალიან გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულში... მოვუსმინოთ ერთმანეთს და ტკბილი სიტყვით ვაკეთოთ ქართული ვიკიპედია.
ალბათ უცხო ენებზე არ გვჭირდება ტექსტების თარგმანები (მაგ. კრიმინალური ინტელიგენცია), რადგან ეს არის ქართული ვიკიპედია და არა ინგლისურ - გერმანული.
დიდი პატივისცემით ორივეს მიმართ (ლევზურ და Bpg)
თქვენი ცანგალა
[რედაქტირება] ცანგალას
სავსებით გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ ძალზე ძნელია ქართული ვიკიპედიის ტკბილი სიტყვით კეთება, როდესაც BPG-სეულ ნააზრევთან გაქვს საქმე. ის გაბოროტებული კაცის პოზიციიდან განიხილავს საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს. გაბოროტებული ადამიანი კი შეუძლებელია იყოს ობიექტური.
[რედაქტირება] ყველაფერი მარტივია
ყველაფერი ფრიად გამარტივდება, თუ განხილვისა და კრიტიკის საგანი იქნება სტატია, მისი შესწორებები ან დამატებები (და არა მისი ავტორი და ავტორის პიროვნება - რაც ახლა, „ვარდების რევოლუცია“ სტატიასთან დაკავშირებით ხდება - სამწუხაროდ).
ამგვარად შეიძლება სტატიის ტექსტის ოპტიმალური, „ნეიტრალური“ ვარიანტის შემუშავება -- დაპირიპირებული თვალსაზრისების სტატიის „განსაკუთრებულ შენიშვნებში“ ან თუნდაც „განხილვაში“ ასევე ოპტიმალურ ფორმაში წარმოდგენით.
დაპირისპირებული აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების საშუალების შეზღუდვა და მით უმეტეს აკრძალვა - ასეთი ტიპის გამოცემაში შედეგს ვერ მოიტანს. ალბათ ვერ მოხერხდება, რომ იგი მხოლოდ ერთი გარკვეული ვიწრო ან ფართო წრის პერსონალური ან კოლექტიური თვალთახედვის გამომხატველი გახდეს.
რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს (ჰელსინშია, მიუნჰენში, პარიზში თუ ნიუ-იორკში ან ათენში) -- დღეს მათ აქვთ შესანიშნავი საშუალება თვალყური ადევნონ საქართველოს მთელს პრესას, ტელევიზიასა და რადიოს ინტერნეტის საშუალებით (ვიკიპედიაც სწორედ ამავე ინფორმაციულ ველშია) -- და, შესაძლოა ხშირ შემთხვევაში უფრო ინფორმირებულიც იყვნენ საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ვიდრე მრავალი საქართველოში მცხოვრები. ამ ასობით ათასი ადამიანის შეხედულებები მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ახლა ისინი ცხოვრობენ განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში და შედარების უკეთესი საშუალება აქვთ. მათი შეხედულებების გათვალისწინებას ვერ გავექცევით - ალბათ...
საპირისპირო მოსაზრებების „ნეიტრალურ“ დაფიქსირებას დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორიის თვალსაზრისით და ეს სერიოზულ, უემოციო მუშაობას მოითხოვს.
უდიდესი სიყვარულითა და ხვევნა-კოცნით, ბპგ
P.S. თქვენის ნებართვით მე განვაგრძობ ჩვენი შეხედულების რედაქტირება-სრულყოფას
P.P.S არავითარ სოროსის ფონდის ან „ღია საზოგადოებას“ მოწყობილ კონკურსში მონაწილეობა არასოდეს მე არ მიმიღია და არც არავითარი პრემია მე არ მიმიღია -- ლევზურს პაწა შეეშალა - ალბათ მაგრად ცხელა თბილისში :))
P.P.P.S სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი ;)
[რედაქტირება] როგორც ეტყობა, მეხსიერება მაგრა ღალატობს ბ-ნ BPG-ს!
ეს გახლდათ ქართული ინტერნეტ-საიტების კონკურსი...
[რედაქტირება] ვეთანხმები წინადადებას
მე ვეთანხმები ადმინსიტრატორის წინადადებას, რომ წარმოდგენილი იქნეს მოკლე მოთავე სტატია და მასზე ბმულებით/ლინკებით მიბმული თვალსაზრისები. ვმუშაობ ჩვენი თვალთახედვის სტატიის დახვეწაზე. მაგრამ ერთია, რომ ავტორიზებული სტატიები არათანაწორ, ფონურ ზემოქმედებას გამოიწვევს (მხედველობაში მაქვს ავტორიტეტის ტიპის ზემოქმედება). გარკვეული გამოსავალია - ნიკებით ავტორების მითითება: ბპგ, ლევზურ... თუმცა - კატეგორიული წინააღმდეგი არ ვარ („ბ-ნი“-ს ჩაწერა კი ზედმეტია).
ბპგ
თუ არაერთი თვალსაზრისის „ნეიტრალურად“ წარმოდგენის ფორმა გაიმარჯვებს, თანახმა ვიქნები იმაზეც, რომ ეს განხილვა გაიწმინდოს და დარჩეს მხოლოდ არსებითზე მსჯელობები.
რაც შეეხება მოთავე სტატიას: ალბათ სასურველია ვიკიპედიაში (თუნდაც ინგლისურში) უკვე კარგად ასახული და სემანიკურად უფრო მაღალი დონის სტატიაზეც იქნეს მითითება - როგორიცაა „ფერადი რევოლუციები“
მაგ.:
”ვარდების რევოლუცია” - საქართველოში განხორციელებული „ფერადი რევოლუცია“ - რომლის შედეგადაც 2003 წლის ნოემბერში საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური ხელისუფლება.
ეს გამოაჩენს, რომ ჭურში არა ვსხედვართ და ვიცით, რომ ასეთი რევოლუცია საქართველოში არ მომხდარა პირველად და მხოლოდ და უნიკალურიც არ არის (რომ გლობალურ მასშტაბებში ვაზროვნებთ) -- რას იტყვით?
- მაქვს შეკითხვაც ვიკის ვეტერანებთან - ხომ არ არსებობს რაიმე პროგრამა სტატიების „ოფფლაინ“ მომზადებისათვის ან HTML ან DOC დოკუმენტებიდან ვიკის ფორმატში კონვერტირებისათვის -- WYSIWYG მხარე ფრიად მოიკოჭლებს ვიკიში...
[რედაქტირება] ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციას
ჩემთვის სავსებით მისაღებია ავთანდილის წინადადება, რასაც ვერასგზით ვერ ვიტყვი BPG-ზე, რომელიც არ ღალატობს თავის მავნე ტრადიციას.
[რედაქტირება] თვალსაზრისების გადანომრვა
ეს ჩამონათვალი:
თვალსაზრისი 1-ლი თვალსაზრისი მე-2 და ასე შემდეგ...
თითქოს არ გამოიყურება „ნეიტრალურად“ და უფრო რანჟირებას (რანგის მინიჭებას) ჩამოჰგავს.
იქნებ აჯობოს ასე (რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩამონათვლად აღიქვებოდეს):
თვალსაზრისი 1 თვალსაზრისი 2 და ასე შემდეგ...
ან
თვალსაზრისი ა) თვალსაზრისი ბ) და ასე შემდეგ...
ზოგადად კარგია - მკითხველს აზროვნების და შედარების საშუალება ეძლევა...
[რედაქტირება] ადმინისტრაციას
ვფიქრობ, უკეთესი იქნება მესამე ვარიანტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტისათვის.
- ბატონო ლევან, ალბათ შეამჩნევდით, რომ ტექსტში ჩავამატე შემდეგი ფრაზა:მიმდევრობა მოცემულია ვიკიპედიაში მათი განთავსების შესაბამისად. მე ეს ვარიანტი უფრო ლოგიკურად მეჩვენება, ვინაიდან ვინც პირველი დაწერს მასალას – ის ვერსია იქნება პირველი და არა მეხუთე ან მეცხრე. შემოთავაზებული ვარიანტებიდან: 1–ლი, 1), ა) ყველა რანჟირებას აღნიშნავს. თუ სათაურის ესთეტიკაზეა მინიშნება, მაშინ შეიძლება სხვა ვარიანტების განხილვაც. ავთანდილ 04:15:13, 2005-08-27 (UTC)
[რედაქტირება] კვირის პროექტი
მე მგონი აქ განსახილველი ბევრი არაფერია. უბრალოდ სტატიაა დასაწერი. Tamok 19:35, 20 ივლისი 2006 (UTC)
- კვირის პროექტში სწორედ ეს ვიგულისხმე, ნორმალური სტატიაა დასაწერი. მთავარ გვერდზე გამოტანით იმედია უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს და საშველი დაადგება. განხილვის გვერდზე ბმული იმიტომაა, რომ რედაქტორებმა გაითვალისწინონ ამ სტატიასთან დაკავშირებული ისტორია. - ალ-ო 01:33, 21 ივლისი 2006 (UTC)
[რედაქტირება] თვალსაზრისების გარეშე
- (მომხრე) ჩემი აზრით საერთოდ არაა საჭირო თვალსაზრისები. ეს პირველ რიგში ენციკლოპედიაა და არა საბულვარო გაზეთი ან პოლიტიკური არენა. გასაგებია რომ ვარდების რევოლუცია ახლახანს მოხდა და ყველას ასე თუ ისე შეგვეხო. ამიტომ მიუკერძოვებლად დაწერა რა თქმა უნდა რთულია. გთავაზობთ გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამონათვალი ყოველგვარი კომენტარის, პირადი აზრის და შეფასების გარეშე. --ტრულალა (გ) 11:30, 12 აგვისტო 2006 (UTC)
- (მომხრე) ვუყაროთ კენჭი? მე თანახმა ვარ. - ალ-ო (გ) 13:21, 12 აგვისტო 2006 (UTC)
- (მომხრე) მე გეთანხმებით. და საერთოდ ესეთ შემთხვევებში ჩემი აზრით კენჭის ყრაც არ არის საჭირო. ვიღაც მოვა დაწერს რაღაც სისულელეს (გახშირდა ამ ბოლო დროს) და მერე ჩვენ ერთი თვე ვყაროთ კენჭი? Tamok 14:50, 12 აგვისტო 2006 (UTC) (ძალიან სერიოზულად)
- (მომხრე) მეც თანახმა ვარ და არა მხოლოდ ამ სტატიას შეეხება ეს ჩემი თანხმობა. გადასაკეთებელია ყველა სტატია, რომელიც სუბიექტურობითაა გაჟღენთილი და პოლიტიკური შეხედულებებითაა ნაკარნახევი. --linguistus 20:09, 12 აგვისტო 2006 (UTC)
- (მომხრე)--გილდა ცისკრელი 12:29, 14 სექტემბერი 2006 (UTC)
მე, როგორც ვიკიპედიის რიგით მომხმარებელს, მაინტერესებს, რატომ არ ექცევა ამ კენჭისყრას ყურადღება ადმინისტრაციის მხრიდან და რატომ არის ვარდების რევოლუციის სტატია ისევ წარმოდგენილი ასეთი მარაზმატული სახით? ეს არის ენციკლოპედია და არა სადისკუსიო ადგილი. აქ უნდა იყოს არა ცალკეულ კერძო პირთა თავებში დაბადებული უცნაური იდეები, არამედ უბრალოდ ფაქტები. მით უმეტეს, როცა საქმე ჩვენს ისტორიას ეხება.
მე არა მგონია, რომ რომელიმე ვიკიპედიაში საერთოდ გაკეთებულიყო ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური რამ, როგორც აქ - ამ სტატიაში. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისურენოვან ვიკიპედიაში რაიმე ამდაგვარი პრინციპულად შეუძლებელია. და ეს არაა გასაკვირი, რადგან ის, რაც აქ გაუკეთეს ვარდების რევოლუციის სტატიას საერთოდ ეწინააღმდეგება ”ენცოკლოპედიის” ცნებას და ტერმინს.
დავით ბატაშვილი, ქართული ვიკიპედიის მომხმარებელი და გულშემატკივარი
[რედაქტირება] ::
ჩემი აზრით არანაირი დაყოფა არ უნდა მოხდეს ამ სტატიის, არანაირი მესამე, მეოთხე, ან ოცდამეშვიდე თვალსაზრისი არ უნდა არსებობდეს, სტატიას უნდა მიეცეს ისეთი სახე როგორიც გათვალისწინებული ვიკიპედიის და ზოგადად ენციკლოპედიის ხასიათით. აქ უნდა იყოს მოთხრობილი ის მოვლენები რომელიც განვითარდა 2003 წლის ნოემბერში, უნდა იყოს ინფორმაციული, ენციკლოპედიური ტიპის სტატია და თუ ვინმეს თავისი ოდიოზური აზრების რახა-რუხი უნდა ამისთვის არსებობს გაზეთი ”ასავალ-დასავალი” და იქ გამოაქვეყნოს მსგავსი ტიპის სტატიები, ესაა თავისუფალი ენეციკლოპედია და თავისუფალია როგორ კარის მეხოტბეობისგან ასევე ოპოზიციური მარაზმებისგანაც.
პატივისცემით, ვიკიპედიელი საბა ლეკვეიშვილი
არ მოვიდა ვარიანტების ამოღების დრო? Dimitri (Tamok) (გ) 07:15, 26 ნოემბერი 2006 (UTC)