Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions გამსახურდია, ზვიად - ვიკიპედია

გამსახურდია, ზვიად

ვიკიპედიიდან

საკუთარ სახელს "გამსახურდია" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გამსახურდია
ზვიად გამსახურდია
გაზარდეთ
ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია (* 1939 წლის 31 მარტი ― † 1993 წლის 31 დეკემბერი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1993).

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.


სექციების სია

[რედაქტირება] განათლება

დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962).


[რედაქტირება] მეცნიერული და სამწერლო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.


[რედაქტირება] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციების გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, - (ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმების ხელშემწყობი ადამიანის უფლებათა დამცავი პირველი ლეგალური ჯგუფი ყოფილ საბჭოთა კავშირში (1989 წლიდან ჯგუფი იწოდებოდა საქართველოს ჰელსინკის კავშირად). ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი - ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) იქნა გამოცემული ცნობილი რუსი დისიდენტი მწერლის ალ. სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა არჩეულ იქნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International", შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც ვკითხულობთ: "...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო (იხ. ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978).

ზვიად გამსახურდიას "მონანიება" არსებითი მიჯნა გახდა მის ბრძოლაში და ამ პერიოდიდან იგი არსებითად წყვეტს კავშირს ე.წ. დისიდენტურ მოძრაობასთან და უპირისპირდება მას, ვინაიდან დისიდენტური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ანტიეროვნულ პოზიციებზე დგებოდა. ამ დროიდან ზ. გამსახურდია მთლიანად და ურყევად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ებმევა.

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

[რედაქტირება] სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" , რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ და ამ მოვალეობას ასრულებდა 1991 წლის მარტამდე. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა" , აღდგენილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, ღერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა გასცა დადებითი პასუხი. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები (იხ. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა" , 11.04.1991). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა არა ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული საკანონმდებლო აქტი: კანონი მოქალაქეობის შესახებ, კანონი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, კანონი ეკონომიკური ხასიათის დანაშაულობებისთვის სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ (საერთოდ, სიკვდილით დასჯაზე გამოცხადდა მორატორიუმი) და ა.შ. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი კონსტიტუციის პროექტზე, რომლის მიღება უზენაეს საბჭოს არ დასცალდა 1991 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

როგორც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ისე საქართველოს დამოუკიდებლობას მტრულად შეხვდა მოსკოვის კრემლი, რომლის მესვეურებმა გააჩაღეს აქტიური ბრძოლა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. კრემლის და მის ემისართა მიერ გაიშალა ფართო დეზინფორმაციული ომი საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, კრემლის წისქვილზე ასხამდა წყალს გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მოქმედება. სავალალო შედეგები მოჰყვა 1991 წლის 2 სექტემბერს პროვოცირებულ შეტაკებას პოლიციასა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეთა შორის.

როგორც ცნობილია, 1991 წლის 19 აგვისტოს რუსეთში მოხდა "პუტჩი". ოპოზიცია უმართებულოდ ადანაშაულებდა საქართველოს პრეზიდენტს პუტჩისადმი "ლოიალობაში", თუმცა რეალური ვითარება განსხვავებული იყო. მეორე დღესვე საქართველოს პერიოდულ პრესაში და უცხოეთის მას-მედიაში გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას მიმართვა მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა მთავრობებისადმი, რომ მათ დაუყოვნებლივ ეცნოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების სუვერენიტეტი, რომლებსაც გამოცხადებული ჰქონდათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებით, ეროვნული გვარდია შინაგანი ჯარის სტატუსით დაექვემდებარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდიის ყოფილმა სარდალმა თ. კიტოვანმა კი განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტი შლიდა ეროვნულ გვარდიას.

[რედაქტირება] სამხედრო გადატრიალება, დევნილობა (1992-1993)

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთები, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს (იხ. გაზ. "მოსკოვსკიე ნოვოსტი" , 15.12.1992). 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენელნი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უზენაესი საბჭოს შენობა და თბილისი. მცირე ხნის შემდეგ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მიწვევით გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ჩავიდნენ ქ. გროზნოში.

საგულისხმოა, რომ სწორედ სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).

სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორთა მიერ შექმნილი ორგანოს, - ე.წ. "სამხედრო საბჭო"-ს მითითებით ზვიად გამსახურდიას და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მთელს საქართველოში შეიქმნა წინააღმდეგობის მოძრაობა. სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები - რომლებიც მრავალჯერ იქნა დახვრეტილი და დარბეული. პროტესტანტები პუტჩისტებმა დახვრიტეს 1992 წლის 3, 7, 26 იანვარს, ხოლო 2 თებერვალს მოკლეს 23 და დაჭრეს კანონიერი ეროვნული ხელისუფლების 183 მომხრე. კანონიერი ხელისუფლების ასობით მომხრე უკანონოდ დააპატიმრეს, აწამეს.

სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და "კიტოვან-სიგუას გვარდიამ" წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა-დაწიოკება და ძარცვა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.

იხ.: ვიდეო მასალები ხუნტის მხეცობებზე და წინააღმდეგობის მოძრაობაზე

[რედაქტირება] საქართველოში დაბრუნება და დაღუპვა (1993)

1993 წლის სექტემბრის დამლევს ზვიად გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). მისი მიზანი იყო აფხაზეთში არსებული ვითარების გამოსწორება და დევნილი ხელისუფლების აღდგენა. მცირე დროის განმავლობაში გამსახურდიას მომხრეთა ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა სამეგრელო და დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი - საქართველოში ფაქტობრივი ორხელისუფლიანობა დამყარდა. გამსახურდიას მიზნებს აღსრულება არ ეწერა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის შეერთებილი შტატების მთავრობის შუამავლობით გამსახურდიას ერთგული გვარდიის წინააღმდეგ მოიწვია რუსეთის საზღვაო-სადესანტო ძალები ადმირალ ბალტინის მეთაურობით. 1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). იმავე წლის თებერვალში იგი გადასვენებულ იქნა ქ. გროზნოში.

იხ.: 1993 წლის მოვლენების საერთაშორისო ასპექტებზე და რუსეთ-აშშ როლზე

[რედაქტირება] რეაბილიტაცია

2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა ზ.გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა. თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში გამოსვლისას {2004 წლის 25 იანვარი} პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას. ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა თბილისის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ცენტრალურ ქუჩას ქ. ზუგდიდში, საშუალო სკოლას ქ. რუსთავში. ამასთან, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პატიმრები. 2004 წელი ოფიციალურად გამოცხადდა ზვიად გამსახურდიას წლად. 2005 წელს საქ. კულტურის სამინისტრომ კულტურის ძეგლის სტატუსი მიაკუთვნა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმს თბილისში - "კოლხურ კოშკს". ზვიად გამსახურდიას და მის დისიდენტურ მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 2006 წლის 26 მაისს თბილისში დაფუძნებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში.

[რედაქტირება] ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები

[რედაქტირება] რჩეული თარგმანები

  • უილიამ შექსპირი, ზამთრის ზღაპარი, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული,, , 1969.
  • ამერიკელი პოეტები.- ჟ. ,,ხომლი,, , #2, 1969.
  • ამერიკელი პოეტების ანთოლოგია, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1971.
  • ნ. გოგოლი, საშინელი შურისგება.- ჟ. ,,საუნჯე,, , #3, 1983.
  • ძველეგვიპტური ,,მკვდართა წიგნიდან,,.- ჟ. ,,ცისკარი,, , #7, 1985.
  • ლეონარდ კოტრელი, ანტიკურობის საოცრებანი, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1987.
  • შარლ ბოდლერი, ლექსები პროზად, თბილისი, გამომცემლობა ,,საქართველო,, , 1991.
  • სახარება მათესი, თბილისი, 2003.


[რედაქტირება] საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომები

[რედაქტირება] მასალები ზვიად გამსახურდიას შესახებ


შეცვალა:
-
პრეზიდენტი
1992–2003
შემდეგი:
ედუარდ შევარდნაძე

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu