არხოტისწყალი
ვიკიპედიიდან
არხოტისწყალი, ცირცლოვანისწყალი, მდინარე დუშეთის რაიონში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდ. ასის ზემო მონაკვეთი. სათავე აქვს არხოტის უღელტეხილთან. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 242 კმ2, სოფ. ახიველთან მარცხნიდან უერთდება მდ. ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.