არხანგელსკი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "არხანგელსკი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ალექსანდრე გრიგოლის ძე არხანგელსკი (* 4 ნოემბერი/16 ნოემბერი, 1889, ეისკი ― † 12 ოქტომბერი, 1938, მოსკოვი), რუსი პოეტი და პროზაიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1919 წელს. მუშაობდა ჟურნალ "კროკოდილის" რედაქციაში (1922-1932). მისი ლექსთა კრებულების ("სოფლის შაირები", 1928; "კულაკი და რადიო", 1931 და სხვა) თემაა საბჭოთა სოფლის ცხოვრება. სატირულ მოთხრობებში, ლექსებსა და ფელეტონებში ამხილებდა ჩამორჩენილობას, ობივატელობას. არხანგელსკის სატირული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა ლიტერატურული პაროდიის ჟანრში.