აპოლო 11
ვიკიპედიიდან
აპოლო-11 იყო პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მზიანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო მთვარეზე 60-იანი წლების ბოლომდე.
[რედაქტირება] ეკიპაჟი
ძირითადი ეკიპაჟი
- ნილ არმსტრონგი (მეთაური)
- ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი)
- მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)
დუბლიორები:
- ჯეიმს ლოველი (მეთაური)
- ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი)
- ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი)
[რედაქტირება] მისიის შესახებ
გაშვება და მთვარეზე დაჯდომა
იმის გარდა რომ დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა უშუალოდ თვალს ფლორიდაში არსებული კოსმოდრომის მიდამოებში ამ გაშვებას, 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოველნას ტელევიზიით რომელიც თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას უყურებდა თეთრი სახლიდან.
აპოლო 11 გაშვებულ იქნა რაკეტა-მატარებლით სატურნ V კენედის სახელობის კოსმოდრომიდან, 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული გამოეყო სატურნ V მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ.
აპოლო 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად არჩეულ იქნა ”სიწყნარის ზღვასთან” (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო როგორც ეს დადგენილი იყო უპილოტო ხომალდების რეინჯერ-8 და სერვეიორ-5 მიერ.
[რედაქტირება] გალერეა