კენედი, ჯონ ფიცჯერალდ
ვიკიპედიიდან
ჯონ ფიცჯერალდ კენედი (John Fitzgerald Kennedy, შემოკლ. JFK, 29 მაისი, 1917 - 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხული. დღემდე ერთადერთ კათოლიკე პრეზიდენტად რჩება აშშ-ის ისტორიაში.