აზერბაიჯანელები
ვიკიპედიიდან
აზერბაიჯანელები - ხალხი, აზერბაიჯანის ძირითადი მოსახლეობა (5,8 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ირანში (10,43 მლნ), რუსეთის ფედერაციაში (336 ათ.), საქართველოში (307 ათ.), ყაზახეთში (90 ათ.), სომხეთში და სხვა ქვეყნებში. იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად: აირუმები, აფშარები, ბაიათები, ყარადაღელები, ყარაფაფახები, შახსევენები. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის სამხრეთ შტოს.
- სახელები: თვითწოდება - Azərbaycanlılar; ფრანგულად - Azerbaidjanais; რუსულად - Азербайджанцы.
- საერთო რაოდენობა: 17,2 მლნ.
- ენა: აზერბაიჯანული.
- მორწმუნეები: ძირითადად მუსულმანები - შიიტები.