აბუსალათინი
ვიკიპედიიდან
აბუსალათინი (Ricinus communis), ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო; ფოთოლი - თათისებრ დაყოფილი, დაკბილულკიდეებიანი. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის (მამრობითი სქესისა - ქვევით, მდედრობითი სქესისა - ზევით). ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოფჯერ ქაცვით დაფარული. აბუსალათინის თესლის გული შეიცავს 73% ცხიმოვან ზეთს. თესლსა და კოპტონში არის შხამიანი ნივთიერება რიცინი. აბუსალათინის ზეთს იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში, ლაქ-საღებრებისა და ქიმიურ მრეწველობაში. აბუსალათინის კოპტონი შეიცავს 4-5% აზოტს, 1,5-1,7% ფოსფორმჟავას, იყენებენ სასუქად. აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი - მრავალწლოვანი. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში გავრცელებული იყო ყარაიაში, ამჟანად არ მოჰყავთ.