აბე ტომოძი
ვიკიპედიიდან
აბე ტომოძი (* 26 ივნისი, 1903 ― † 23 აპრილი, 1973), იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი "ზამთრის თავშესაფარი" (1936). ემხრობოდა იმ ლიტერატურულ-ესთეტიკურ მიმდინარეობას ("ახალი ხელოვნების სკოლა"), რომელიც აშკარად დაუპირისპირდა პროლეტარულ ლიტერატურას. აბეს ნაწარმოებების მთავარი თემაა ინტელიგენციის სულიერი სამყარო (რომანი "ქარბუქი", 1938), განსაკუთრებით ომის შემდგომი ახალგაზრდობის სულისკვეთება (რომანები - "გაზაფხულის ღამე", 1949, "შავი აჩრდილი", 1950 და სხვა.).
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |