ჰიულეტ-პაკარდი
ვიკიპედიიდან
ჰიულეტ-პაკარდი (Hewlett-Packard) ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.
[რედაქტირება] კომპანიის ისტორია
კომპანია დაარსდა 1939 წელს ქალაქ პალო-ალტოში, ბილ ჰიულეტისა და დევიდ პაკარდის მიერ, მათ მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში. კომპანიის პირველ პროდუქტს წარმოადგენდა აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ. 1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
[რედაქტირება] წარმოებული პროდუქცია
პრინტერები
- შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
- ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
- ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
- მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC
სკანერები
- HP ScanJet
ციფრული კამერები
- HP Photosmart
პორტატული ჯიბის კომპიუტერები
- HP iPAQ
- HP Lx
- HP Jornada
- HP OmniGo
ნოუთბუკები
- HP Pavilion
- Compaq Presario
- HP Compaq nx
- HP Compaq nc
- HP Compaq nw
- HP Pavilion
- HP Kayak
- HP Vectra
- HP Brio
- HP Compaq
- HP Workstation
სერვერები
- HP ProLiant ML
- HP ProLiant DL
- HP ProLiant BL
- HP 9000
- HP AlphaServer