ჰარტმანი, იოჰან პეტერ ემილ
ვიკიპედიიდან
ჰარტმანი, იოჰან პეტერ ემილ (* 14 მაისი,1805, კოპენჰაგენი ― †10 მარტი, 1900, იქვე), დანიელი კომპოზიტორი. სწავლობდა მამამისთან - ავგუსტ ვილჰელმ ჰარტმანთან, რომელიც კოპენჰაგენის გარნიზონის ეკლესიის ორგანისტი იყო. 1817-1843 ჰარტმანი ამ ეკლესიაში მუშაობდა, 1824-იდან შეცვალა მამამისი. 1843-იდან სიცოცხლის ბოლომდე კოპენჰაგენის ღვთისმშობლის ეკლესიის ორგანისტი იყო. ჰარტმანი ერთ-ერთი ფუძემდებელია (ნ. გადესთან ერთად) სამუსიკო გაერთიანებისა (1839-იდან მისი პრეზიდენტი). ხელმძღვანელობდა და დირიჟორობდა სტუდენტურ საგუნდო კავშირს (1868-1900), იყო კონსერვატორიის დირექტორი (მისი დაარსებიდან - 1867-მდე). ჰარტმანი დანიური მუსიკის რომანტიზმის პირველი წარმომადგენელია.