ჰარნი, ჯორჯ ჯულიან
ვიკიპედიიდან
ჰარნი, ჯორჯ ჯულიან (* 17 თებერვალი, 1817, დეპტფორდი ― † 9 დეკემბერი, 1897, რიჩმონდი, სარის საგრაფო), ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჩარტიზმის მემარცხენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი. მონაწილეობდა ლონდონის მუშათა ასოციაციის დაარსებაში (1836). 1838 დააარსა რევოლუციურ-დემოკრატიული ასოციაცია. 1842-იდან იყო ჩარტისტული ცენტალური ორგანოს "ნორთერნ სტარის" ("Northern Star") და სხვა ჩარჩისტული გამოცემების რედაქტორი. 40-იან წლებში დაუახლოვდა კ. მარქსსა და ფ. ენგელსს. იყო კომუნისტთა კავშირის წევრი. ისევე როგორც სხვა ჩარტისტებმა ჰარნიმ ბოლომდე ვერ აღიქვა მეცნიერული კომუნიზმის იდეები. 1851-იდან დროებით ჩამოშორდა პროლეტარულ მოძრაობას. იყო I ინტერნაციონალური წევრი.