ჰაიზე, პაულ ფონ
ვიკიპედიიდან
ჰაიზე, პაულ იოჰან ლუდვიგ ფონ (* 15 მარტი. 1830, ბერლინი ― † 2 აპრილი. 1914, მიუნხენი), გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1910); იყო ფილოსოფიის დოქტორი (1852), ერთ-ერთი ლიდერი მიუნხენის წრისა, რომელიც ემხრობოდა პრინციპს "ხელოვნება ხელოვნებისათვის". მნიშვნელოვანია ჰაიზეს რომანები: "საუკუნის შვილები" (1873), "სამოთხეში" (1858), აგრეთვე ნოველები "არაბიატა" (1858), "უკანასკნელი კენტავრი" (1871) და სხვა. ნოველა "ტრეპელი ქალიშვილი" (1868) თარგმნა ე. გაბაშვილმა 1880 სათაურით "სოფელი ტრეპი" და დაბეჭდა კრებული "ქართველი ქალებისაგან ნათარგმნი მოთხრობანი", "ჟან ბენუა" თარგმნა ელ. ვაჩნაძემ და დაბეჭდა 1884 "ივერიაში" (№ 167).