წეროსნაირნი
ვიკიპედიიდან
წეროსნაირნი (Gruifomes), ფრინველთა რიგი, რომელიც მოიცავს მეტად განსხვავებული მასის (30 გ-იდან 16 კგ-მდე), მორფოლოგიისა და ცხოვრების ნირის მქონე ფრინველებს. გაერთიანებული არიან 8 ქვერიგში, 22 ოჯახში (მ.შ. 9 ოჯახი წარმოდგენილია ამომწყდარი ფრინველებით) და 84 გვარში. თანამედროვე ფორმები მოიცავს 193 სახეობას და ერთიანდება 13 ოჯახში. საქართველოში როგორც მობუდარი გვხვდება, ისე მიმომფრენი ფრინველების სახით 4 ოჯახის 12 სახეობა, მ.შ. 4 (ხონთქრის ქათამი ანუ პორფირიონი, რუხი წერო, სავათი, სარსარაკი) შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". წეროსნაირნი მეტწილად ნიადაგზე ცხოვრობენ, ნაწილი ჭაობებში ბინადრობს, მცირე რაოდენობა - ხეებზე. მეტწილად მონოგომები არიან.