ჩაღმა
ვიკიპედიიდან
ჩაღმა, ისტორიული თემი თუშეთში. მისი ერთ-ერთი ხევი (ყოფილი ადმინისტრაციული ერთეული). მოიცავს გომეწრისა და პირიქითა ალაზნის ქვემო დინების მაღალ პლატოს და ჭანჭახოვანის ხევს. ჩაღმაში შემავალი სოფლებია:ომალო, შენაქო, დიკლო, ჩიღო, ხისო და სხვა. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ჩაღმა ახმეტის რაიონის ტერიტორიაზეა.