სიდნეის ოპერის თეატრი
ვიკიპედიიდან
სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზია მსოფლიოში. მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.
ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.
ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი საუზ-უელსის ხელოვნების სამინისტროს მოვალეობაშია.
სექციების სია |