Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ავსტრალია (ქვეყანა) - ვიკიპედია

ავსტრალია (ქვეყანა)

ვიკიპედიიდან

ტერმინს "ავსტრალია" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ავსტრალია

ავსტრალია
ავსტრალიის თანამეგობრობა
Commonwealth of Australia



ავსტრალიის დროშა


ავსტრალიის გერბი

ფართობი: 7 686 850 კმ²
მოსახლეობა: 20 181 000 (2003)
დედაქალაქი: კანბერა
სახელმწიფო ენა: ინგლისური
პრემიერ-მინისტრი: ჯონ ჰოვარდი
სახელმწიფო ჰიმნი: “Advance Australia Fair”
ვალუტა: ავსტრალიური დოლარი
დროის ზონა: UTC + 8 (+10)
ინტერნეტის დომენი: AU
სატელეფონო კოდი: 61

ავსტრალიის მდებარეობა


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ავსტრალიის თანამეგობრობა.
  • ინგლისური: Australia, Commonwealth of Australia.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ლათინურისაგან terra australis incognita ანუ „უცნობი სამხრეთი მიწა“. მეტიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“.
  • ქვეყნის კოდი: AU.


[რედაქტირება] გეოგრაფია

გაზარდეთ

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტრალიის მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე.წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქტიდაზე.

  • ფართობი: 7.686.850 კვ.კმ.
  • საზღვაო საზღვარი: 27,945 კმ.
  • ბუნება: ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). გეოგრაფიული რაიონები - დას. ავსტრალიის ზეგანი, ცენტრ. დაბლობი, აღმ. ავსტრალიის მთები. მთის მასივები - მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალი - მთა კოსციუშკო, 2.228 მ. უდიდესი მდინარეები (კმ) - დარლინგი 2740, მარი (მურეი) 2520, მარამბიჯი 1575, ლაკლანი 1370. უდიდესი ტბები (კვ.კმ) - ეირი 9.500, ტორენსი 5.745, გერდნერი 4.351. უდიდესი კუნძულები (კვ.კმ) - ტასმანია 64.519, მელვილი 5.786, კენგურუ 4.416. ნახევარკუნძულები - კეიპ-იორკი, არნემლენდი, ეირი. კლიმატი - მშრალი, ტროპიკული, ზომიერი.
  • ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია - ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (1952 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი (John Winston HOWARD, 1996).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი - ავსტრალიის დღე.


[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 შტატი (state) და 2 ტერიტორია (territory).

ახალი სამხრეთ უელსიდასავლეთი ავსტრალიავიქტორიაკვინსლენდისამხრეთი ავსტრალიატასმანიაფედერალური ტერიტორიაჩრდილოეთი ტერიტორია


[რედაქტირება] სამფლობელოები

ეშმორი და კარტიე – ქოქოსის (კილინგის) კუმძულები – ნორფოლკი – ქორალის ზღვის კუნძულები – შობის კუნძული – ჰერდი და მაკდონალდი


[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა: 20 181 000 (2003), მათ შორის: ანგლო-ავსტრალიელები - 73%, ინგლისელები - 6%, იტალიელები - 4%, აბორიგენები - 228 ათასი.
  • ენები: ინგლისური, აბორიგენთა ენები.
  • რელიგია: 26% კათოლიკე, 24% ანგლიკანელი.
  • ქალაქები (ათ.): კანბერა (327), სიდნეი (4.250), მელბურნი (3.610), ბრისბენი (1.545), პერტი (1.375), ადელაიდა (1.087).


[რედაქტირება] ეკონომიკა

საკვანძო როლი ენიჭება სამთო-მოპოვებით მრეწველობას და სოფლის მეურნეობას. აქვს ენერგეტიკული და მინერალური ნედლეულის დიდი მარაგი.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 383 მლრდ $ (მე-14 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 20.650 $; სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა 8, მრეწველობა 22, მომსახურება 69.
  • ბიუჯეტი: 86.800 მლნ $.
  • ვალუტა: ავსტრალიური დოლარი (AUD);


[რედაქტირება] ისტორია

  • XX ს.: ავსტრალიის კავშირი შეიქმნა 1901 წელს, ავტონომია დიდი ბრიტანეთისაგან მიიღო 1942 წელს. [[1967] წელს აბორიგენებს მიეცათ ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლება. 1999 წელს აქ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელისაც უნდა გაერკვია ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხი. მოსახლეობის უმრავლესობამ უარყო რესპუბლიკური მოწყობის მოდელი და მხარი დაუჭირა არსებულ სისტემას.


[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • სიდნეი - ავსტრალიის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;
  • მელბურნი – ვიქტორიის ეროვნული გალერეა, ეროვნული სტადიონი;
  • ბრისბენი - ბოტანიკური ბაღი (1899 წ.),
  • კანბერა — რადიოტელესკოპი, რომლითაც აღმოჩენილ იქნა კვაზარი და პულსარი.
  • კაკადუს ეროვნული პარკი, დიდი ბარიერის რიფი, ტასმანიის ნაკრძალი, ვილანდრას ტბათა რეგიონი.


[რედაქტირება] ცნობილი ავსტრალიელები (XX ს.)

  • პოლიტიკოსები - ჯონ ჰოვარდი, გოფ უიტლემი;
  • მეცნიერები - უილიამ ბრეგი (ნობელიანტი ფიზიკოსი), ჰოვარდ ფლორი (პენიცილინის თანაგამომგონებელი),
  • მომღერლები - ოლივია ნიუტონ-ჯონი, ნატალი იმბრულია, კეილი მინოუგი;
  • მსახიობები - რასელ ქროუ, მელ გიბსონი, ნიკოლ კიდმანი;
  • სპორტსმენები - როდ ლეივერი, ჯონ ნიუკომბი, ივონ გულაგონგი, ლეიტონ ჰიუიტი (ყველა ჩოგბურთელია).
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com