პრიუდომი, სიული
ვიკიპედიიდან
სიული პრიუდომი (ფრანგ. Sully-Prudhomme) (ნამდვილი სახელი და გვარი – რენე ფრანსუა არმან პრიუდომი ფრანგ. René-François-Armand (Sully) Prudhomme); (*16 მაისი 1839, პარიზი — 7 სექტემბერი 1907, შატენე–მალაბრი) — ფრანგი პოეტი, პოეტთა ჯგუფ "პარნასის" წევრი. ავტორი ლექსების კრებულის "ამაო ალერსი" (1875), ფილოსოფიური პოემების "ბედი" (1872), "სამართლიანობა" (1878), "ბედნიერება" (1888); სოციოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეური შრომების.
სიული პრიუდომი იყო პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1901).