პარიზის რეგიონი
ვიკიპედიიდან
პარიზის რეგიონი (ფრ. Region parisienne, სხვაგვარად Ile de France) არის რეგიონი ჩრდილოეთ საფრანგეთში, დედაქალაქის პარიზის ირგვლივ. იგი ყველაზე ძლიერი რეგიონია ეკონომიურად და ყველაზე ხალხმრავალი. აქ დაახლოებით 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს. შედგება 8 დეპარტამენტისაგან: Paris, Seine-et-Marne, Yvelines, Essone, Hauts-de-Seine, Seine-Saint-Denis, Val-de-Marne, Val-d'Oise.
- ფართობი - 12 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 10,3 მლნ.
- ქალაქები (ათ.) – პარიზი, ვერსალი, სევრი, სენ-კლოდი.
პარიზის რეგიონი ის ადგილია, საიდანაც ფრანკთა მეფეებმა დაიწყეს თავისი სამფლობელოების გაფართოება.