ნუგზარ არაგვის ერისთავი
ვიკიპედიიდან
ნუგზარ არაგვის ერისთავი († დაახლოებით 1618), არაგვის ერისთავი XVII საუკუნის I მეოთხედში. მისი ასული რუსუდანი ცოლად ჰყავდა გ. სააკაძეს. 1603 აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X-ს ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს გ. სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში.