ნიურნბერგის სს-ის რასისა და განსახლების მთავარი სამმართველოს სასამრთლო პროცესი
ვიკიპედიიდან
ნიურნბერგის სს-ის რასისა და განსახლების მთავარი სამმართველოს სასამრთლო პროცესი (1 ივლისი 1947 - 10 მარტი 1948; ნიურნბერგი, გერმანია) ეწოდება ამრიკული სამხედრო ტრიბუნალის სასამრთლო პროცესს, რომელიც მიმართული იყო «სს»-ის რასისა და განსახლების მთავარი სამმართველოს მთელი რიგი მმართველი პირების წინააღმდეგ.
ბრალდება
1947 წლის 13 იანვრის ბრალდებით ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ შემდეგ დანაშაულში:
- სამხედრო დანაშაული.
- დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
- დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა.
მოსამართლეები
- თავმჯდომარე: ლიი უიეტი (ჯორჯია, აშშ)
- დენიელ ო'ქონელი (მასაჩუსეტსი, აშშ)
- ჯონსონ ქროუფორდი (ოკლაჰომა, აშშ)
ბრალდებულები
განაჩენი გამოტანილი იქნა 1948 წლის 10 მარტს:
- ულრიხ გრაიფელტი, «სს»-ის ობერგრუპენფიურერი - მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
- რუდოლფ კროიცი, «სს»-ის ობერფიურერი - მიესაჯა 15 წელი, 1951 წელს შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით.
- კონრად მაიერ-ჰეტლინგი, «სს»-ის ობერფიურერი - მიესაჯა 15 წელი, 1951 წელს შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით.
- ოტო შვარცენბერგერი, «სს»-ის ობერფიურერი - მიესაჯა 2 წელი და 10 თვე.
- ჰერბერტ ჰიუბნერი, «სს»-ის შტანდარტენფიურერი - მიესაჯა 15 წელი, 1951 წელს გათავისუფლებულ იქნა.
- ვერნერ ლორენცი, «სს»-ის ობერგრუპენფიურერი - მიესაჯა 20 წელი, 1951 წელს შეეცვალა 15-წლიანი პატიმრობით.
- ჰაინც ბრიუკნერი, «სს»-ის შტურმბანფიურერი - მიესაჯა 15 წელი, 1951 წელს გათავისუფლდა.
- ოტო ჰოფმანი, «სს»-ის ობერგრუპენფიურერი - მიესაჯა 25 წელი, 1951 წელს შეეცვალ 15-წლიანი პატიმრობით.
- რიხარდ ჰილდებრანტი, «სს»-ის ობერგრუპენფიურერი - მიესაჯა 25 წელი, გადაეცა პოლონეთს და იქ 1952 წლის 10 მარტს სიკვდილით იქნა დასჯილი.
- ფრიც შვალმი, «სს»-ის ობერშტურმბანფიურერი - მიესაჯა 10 წელი, 1951 წელს გათავისუფლდა.
- მაქს ზოლმანი, «სს»-ის შტანდარტენფიურერი, «ლებენსბორნი» - მიესაჯა 2 წელი და 8 თვე.
- გრეგორ ებნერი, «სს»-ის ობერფიურერი, «ლებენსბორნი» - მიესაჯა 2 წელი და 8 თვე.
- გიუნთერ ტეში, «სს»-ის შტურმბანფიურერი, «ლებენსბორნი» - მიესაჯა 2 წელი და 10 თვე.
- ინგე ფირმეცი, «ლებენსბორნი» - უდანაშაულოდ იქნა აღიარებული.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
ნიურნბერგის მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი | ნიურნბერგის ექიმთა სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის მილხის სასამართლო პროცესი | ნიურნბერგის იურისტთა სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მებრძოლი გენერლების სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის ფლიკის სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის იგ-ფარბენის სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის სს-ის ეკონომიკისა და მართვის მთავარი სამმართველოს სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის სპეცჯგუფების სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის კრუპის სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის ვილჰელმშტრასეს სასამრთლო პროცესი | ნიურნბერგის ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის სასამრთლო პროცესი