მშვილდოსანი (ზოდიაქო)
ვიკიპედიიდან
მშვილდოსანი (ლათინურად Sagittarius), ზოდიაქოს თანავარსკვლავედი; ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 1,8 და 2,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. მშვილდოსნის მიმართულებითაა ცაზე ზამთრის მზებუდობის წერტილი და გალაქტიკის ცენტრი, აგრეთვე შეუიარაღებელი თვალით ხილვადი სფერული ვარსკვლავთა გროვა M 55. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ივნისს-ივლისში. საქართველოს ტერიტორიიდან მშვილდოსანი მთლიანად მოჩანს.