თეკლე ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
თეკლე ბატონიშვილი (* 1776 ― † 1846), ქართველი პოეტი, ერეკლე II-ის ასული. გათხოვილი იყო ვახტანგ ორბელიანზე. პოეტების ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანების დედა. 1832 შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. კალუგაში. თეკლე ბატონიშვილის ლექსებში გამოხატულია ძველი დიდების დაკარგვით გამოწვეული სევდა. პოეტი უჩივის უბედობას და პატიმრის მძიმე ხვედრს.