ევორა, სეზარია
ვიკიპედიიდან
სეზარია ევორა (*27 აგვისტო, 1941, მინდელო, კაბო-ვერდე) განთქმული ფოლკლორული მომღერალი სან-ვინსენტედან, კაბო-ვერდე. საყოველთაოდ ცნობილია, როგორც "ფეხშიშველა დივა" მისი სცენაზე ფეხშიშველა გამოჩენის ჩვევის გამო, რითაც ის საკუთარი ქვეყნის უსახლკარო და ღარიბ ქალებსა და ბავშვებს თანაუგრძნობს.
სეზარიას მოიხსენიებენ, როგორც მორნას დედოფალს - სოულის სტილის ჟანრი (პორტუგალიური ფადოს ნაირსახეობა), რომელსაც კრეოლ-პორტუგალიურად მღერიან. საკუთარ სენტიმენტალურ ფოლკლორულ ჰანგებს, რომელიც ლოდინითა და წუხილითაა აღსავსე, სეზარია ახამებს აკუსტიკური გიტარის, კავაქინიოს, ვიოლიონოს, აკორდეონისა და კლარნეტის ხმოვანებას. ევორას კაბო-ვერდული ბლუზი ხშირად ამ ქვეყნის ხანგრძლივი და მწვავე იზოლაციისა და მონათა ვაჭრობის სიმწარეს ასახავს, ისევე როგორც ემიგრაციას - თითქმის ორი-მესამედი კაბო-ვერდელთა საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ევორას ხმა, მომართული მელანქოლიური ინსტრუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს მის ემოციურ ლირიკას გარკვეულ სიტყვებსა თუ ფრაზებზე აქცენტირებით, რაც მის აუდიენციაზე, რომელსაც მისი ენა შესაძლოა საერთოდ არ ესმოდეს, მომნუსხველ ეფექტს ახდენს.
2004 წელს ევორამ გრემის ჯილდო მიიღო საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- La Diva aux pieds nus - 1988
- Distino di Belita - 1990
- Mar Azul - 1991
- Miss Perfumado - 1992
- Sodade, Les Plus Belles Mornas De Cesaria - 1994
- Cesaria - 1995
- Cabo Verde - 1997
- Cafe Atlantico - 1999
- Sao Vicente de Longe - 2001
- Cesaria Evora Anthology - 2002
- Live in Paris (DVD) - 2002
- Voz D'amor - 2003
- Club Sodade - 2003
- Live D'Amor (DVD) - 2004
- Rogamar - 2006