დავით V, კათოლიკოსი
ვიკიპედიიდან
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით V (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) (*6 აპრილი, 1903, სოფ. მიროწმინდა, ხარაგაულის რაიონი ― † 9 ნოემბერი, 1977, თბილისი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972-1977 წლებში. 1928 ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი. 1930-იდან თბილისში მსახურობდა სიონის საკათედრო ტაძარში, 1932-1945 თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, 1945-1947 - წმინდა ნინოს ეკლესიაში. 1956-იდან ჯერ აქიმანდრიტი, შემდეგ ეპისკოპოსი (განაგებდა არგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). 1959-1972 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.