გაბრიაძე, რევაზ
ვიკიპედიიდან
რევაზ (რეზო) ლევანის ძე გაბრიაძე (* 29 ივნისი, 1936, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი, რეჟისორი, მხარვარი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). 1989 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1964 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება და 1967 წელს მოსკოვის უმაღლესი სასცენო კურსები. 19741980 წლებში მუშაობდა კინოსტუდის "ქართულ ფილმში". 1981 წელს გაბრიაძის ინიციატივით თბილისის ერთ-ერთ უბანში (ძველი თბილისი) დაარსდა მარიონეტების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თვითონვეა. აქ თავისი პიესების მიხედვით დადგა სპექტაკლები:"ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", "ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვა. 1994-1995 წლებში რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გაბრიაძის სცენარები, პიესები და პროზა უდიდესი სიკეთით, იუმორით, ადამიანებისადმი სიყვარულით, სევდითა და ოპტიმიზმითაა აღსავსე.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
[რედაქტირება] სარეჟისორო ნამუშევრები
[რედაქტირება] სცენარები
- 1968 — სერენადა
- 1968 — არაჩვეულებრივი გამოფენა
- 1969 — არ დაიდარდო
- 1970 — ფეოლა
- 1971 — ქვევრი
- 1972 — თეთრი ქვები
- 1973 — შერეკილები
- 1974 — წყარო გზისპირტან
- 1974 — პარი
- 1975 — ვალსი მთაწმინდაზე
- 1975 — კავკასიური რომანსი
- 1975 — კიბე
- 1975 — შაბათი საღამო
- 1975 — მოხეტიალე რაინდები
- 1976 — ფილმი
- 1976 — ტეტრომეტრი
- 1976 — სამი მანეთი
- 1977 — პეპელა
- 1977 — მიმინო
- 1977 — მწვერვალთა დამპრყობნი
- 1977 — ლიმონის ტორტი
- 1977 — ხანძარი, სიყვარული და პომპიერო
- 1978 — სამი სასიძო
- 1979 — დიუმა კავკასიაში
- 1980 — გამართლება
- 1984 — ჩვენი ბავშვობის ფეხბურთი