აფშილეთი
ვიკიპედიიდან
აფსილეთი, აფშილეთი, აფსილების ეთნიკურ-პოლიტიკური ერთეული ძველ კოლხეთში. ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მოიცავდა ახლანდელი გალის რაიონს. I-II საუკუნეებში აფსილეთი სამთავროდ იქცა. IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. V-VII საუკუნეებში აფსილთა ჩრდილოეთით გადანაცვლების გამო აფსილეთი ახლანდელი სოხუმისა და გულრიფშის რაიონების ტერიტორიას მოიცავდა. იმხანად იგი ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნეში ეგრისის დასუსტების შემდეგ აფსილეთი აბაზგიამ დაიმორჩილა. ამის შემდეგ სახელწოდება "აფსილი", "აფსილეთი" წყაროებში აღარ გვხვდება.