ასფალგი, იულიუს
ვიკიპედიიდან
ასფალგი, იულიუს (* 6 ნოემბერი. 1919, აშაუ, ზემო ბავარია ― † 12 იანვარი. 2001, მიუნხენი) გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი; იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრისტიანული აღმოსავლური მწერლობის კორპუსის არაბული სექციის გამგე.
ასფალგის ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ქართული სასულიერო მწერლობა" (1957), "კიტა ჩხენკელი" (1964), "იარომირ იედლიჩკა" (1966) და სხვა. ნაშრომში "ქართული ხელნაწერები" (1963), რომელიც მიხეილ თარხნიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, ასფალგმა წარმოადგინა და მეცნიერულად აღწერა გერმანულ წიგნსაცავებში დაცული 15 ქართული ხელნაწერი. მიხეილ თარხნიშვილთან ერთად გერმანულ ენაზე გადაამუშავა კ. კეკელიძის "ძველი ქართული მწერლობის ისტორიის" I ტომი (1956).