ასპერნ-ესლინგის ბრძოლა
ვიკიპედიიდან
ასპერნ-ესლინგის ბრძოლაში ერთმანეთს საფრანგეთისა და ავსტრიის ჯარები დაუპირისპირდნენ. 1809 წლის 22 მაისს ვენის გარეუბანში გამართულმა ამ დაპირისპირებამ ორივე მხრიდან 45 ათასი მებრძოლის, მათ შორის ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავრის, მარშალი ლანის სიცოცხლე შეიწირა.
ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ, თუმცა იმავე წლის ივლისში, ვაგრამთან ბრწყინვალე გამარჯვებით, მეხუთე კოალიციასთან ომი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს.