ანიჩკოვის ხიდი
ვიკიპედიიდან
ანიჩკოვის ხიდი (რუს.: Аничков мост) -- პირველი და ყველაზე განთქმული ხიდია მდ. ფონტანკაზე სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. ხიდი, რომელიც აიგო 1841-1842 წლებში და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1906-1908 წლებში, გამოირჩევა მარტივი ფორმითა და რამდენიმე თვალისმომჭრელი დეკორაციით. განთქმული ოთხი ცხენის სკულპტურასთან (1848-1850) ერთად ხიდს ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო ორნამენტებიანი ჭედური რკინის სახელურები აქვს მთელს პეტერბურგში. ამ სტრუქტურას საკუთარ ნაწარმოებებში ხოტბა შეასხეს პუშკინმა, გოგოლმა და დოსტოევსკიმ.