ანდრონიკაშვილი, პაატა
ვიკიპედიიდან
პაატა ანდრონიკაშვილი, ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის ერთგული თანამებრძოლი.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იან წლების I ნახევარში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა (თოფჩიბაშობა). ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II-ის თაოსნობით დაიწყო.