ამილახვარი, ანდუყაფარ
ვიკიპედიიდან
ანდუყაფარ გივის ძე ამილახვარი (― † 1626), ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლში.
ირანის წინაააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს (1625) ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ამილახვარი გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ამილახვარი ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ. ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ამილახვარის დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.