აზო
ვიკიპედიიდან
აზო, აზონი, ლეგენდარული პირი. იხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" თანახმად, აზო არიან-ქართლის მეფის შვილი იყო. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან, წამოუყვანია 18 სახლი (გვარი) და დაუსახლებია მცხეთასა და მის მიდამოებში. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რომლის პირველი მეფე თვითონ აზო გამხდარა.
ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მიხედვით, აზონი ბერძენია, ქართველთა მტერი. ალექსანდრე მაკედონელს მმართველად დაუყენებია მცხეთაში. ქართველები ფარნავაზ მცხეთელისა და ეგრისის ერისთავ ქუჯის წინამძღოლობით ასჯანყებიან აზონს, სამშობლოში ბერძენთა უღლისაგან გაუთავისუფლებიათ, დაუარსებიათ ქართლის სამეფო და პირველ მეფედ ფარნავაზი დაუსვამთ.