GNU Free Documentation License
ვიკიპედიიდან
GNU Free Documentation License (GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია), ანუ უბრალოდ GNU FDL (GFDL) — კოპილეფტ-ლიცენზია, დამუშავებული თაფისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის მიერ, როგორც დამატება GNU GPL-თან, პოპულარულ ლიცენზიასთან თავისუფალი კომპ. პროგრამებისთვის.
GNU FDL განკუთვნილია სამომხმარებლო სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტაციისვის, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს კომპიუტერულ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ამ ლიცენზიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტექსტისთვის, თემატიკის და მიუხედავად. დაფუძნებულია რა კოპილეფტის პრინციპზე, GNU FDL მოითხოვს, რომ მის მიერ დაცული ტექსტის ნებისმიერი ასლი (მათ შორის მოდიფიცირებულიც) გავრცელდეს იგივე პირობებით.
იმ პროექტთა შორის, რომლებიც იყენებს GNU FDL ლიცენზიას, ყველაზე მასშტაბურია ვიკიპედია.