ჰიგუტი იტიიო
ვიკიპედიიდან
ჰიგუტი იტიიო (იაპ. 樋口 一葉 ) (ნამდვილი სახელი ნაცუ) (* 2 მაისი, 1872, ტოკიო ― † 23 ნოემბერი, 1896, იქვე), იაპონელი მწერალი ქალი. დაიბადა პოლიციის წვრილი მოხელის ოჯახში, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მძიმე შრომით არჩენდა. კერძო სკოლაში შეისწავლა კლასიკური იაპონური პოეზია. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1892-იდან. შექმნა კლასიკური ნოველა თანამედროვეებზე. მის თხზულებებში რეალისტურადაა აღწერილი უბრალო ხალხის ცხოვრება (ნოველები: "ცხოვრება მიყრუებულ ადგილას", 1892; "მეცამეტე ღამე", "მღვრიე ნაკადი", ორივე 1895).