ჰაროდი, როი ფორბზ
ვიკიპედიიდან
ჰაროდი, ჰეროდი როი ფორბზ (* 13 თებერვალი, 1900, ლონდონი ―†8 მარტი, 1978, ჰოლტი), ინგლისელი ეკონომისტი, ჯ. კეინზის მოწაფე და მიმდევარი. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1922). აქვე კითხულობდა ეკონომიკის კურსს (1929-1937 და 1946-1967). 1942-1945 წლებში იყო საადმირალოს მრჩეველი სტატიკურ საკითხებში, 1947-1950 - გაეროს ქვეკომისიის წევრი დასაქმებისა და განვითარების სტაბილურობის საკითხებში, 1952-1953 - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკის მრჩეველი. ჰაროდის ძირითადი შრომები ეხება ეკონომიკის ზრდის, ფულის თეორიის, კაპიტალიზმის სავალუტო სისტემისა და სხვა პრობლემებს. ჰაროდი უგულებელყოფდა კაპიტალისტურ კვლავწარმოების რეალურ პროცესს და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს.