ჰამრაევი, რაზაყ
ვიკიპედიიდან
ჰამრაევი, რაზაყ (* 2 მაისი, 15 მაისი,1910, ქ. პეროვსკი, ახლანდელი ყიზილ-ორდა ― † 5 მაისი, 1981, ტაშკენტი), უზბეკი მსახიობი და რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1969). სკკპ წევრი 1945-იდან. 1954 დაამთავრა ტაშკენტის თეატრალური-სამხატვრო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1934-იდან უზბეკეთის მ. მუყიმის სახელობის მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრის (ტაშკენტი) რეჟისორი და მსახიობი (1959-იდან მთავარი რეჟისორი). დადგა სპექტაკლები: იაშენის "ორი კომუნისტი" (1932), შილერის "ვერაგობა და სიყვარული" (1939), ფათჰულინის და საგდულას "სამშობლოს სიყვარული" (1957), ჰამიდ ღულამის "შეყვარებული თაშბოლთა" (1961, ითამაშა მელიბაის როლი) და სხვა. 1945-იდან იღებდნენ კინოში. 1954-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სსრკ სახეკმწიფო პრემიის ლაურეატი (1948), უზბეკეთის სსრ ჰამზას სახელობის სახელმწიფო პრემია (1972). დაჯილდოებულია 4 ორდენითა და მედლებით.