ჰალიდე, ედიფ ადივარ
ვიკიპედიიდან
ედიფ ადივარ ჰალიდე (Halide Edip Adıvar; *1884, სტამბოლი ― † 9 იანვარი, 1964, იქვე), თურქი მწერალი ქალი. არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში სტამბოლის, დელის, კალკუტის, კემბრიჯის, ოქსფორდის, სორბონის უნივერსიტეტებში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა რომანებით 1908 ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ. იზიარებდა "ახალგაზრდა თურქთა" პანთურქისტულ იდეოლოგიას, რაც აისახა რომანში "ახალი თურანი" (1912). რევოლუციური-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის უშუალო მონაწილეც იყო, ასახა რომანში "ცეცხლის პერანგი", მოთხრობების კრებულში "მთაში წასული მგელი" (ორივე 1922). 30-იანი წლებიდან რეაქციას მიემხრო.