ჰაინრიხ V
ვიკიპედიიდან
ჰაინრიხ V (* 8 იანვარი, 1081 ― † 23 მაისი, 1125, უტრეხტი), გერმანიის მეფე 1106-იდან, იმპერატორი 1111-იდან, ჰაინრიხ IV-ის ძე. მამის სიცოცხლეშივე დაუკავშირდა მის მოწინააღმდეგეებს - პაპს და გერმანიის მთავრებს. შემდეგ განაგრძო ბრძოლა ინვესტიტურისათვის, რომელიც საბოლოოდ კომპრომისული ვორმსის კონკორდატით დასრულდა (1122).