ჰაბიბ, იუსუფი
ვიკიპედიიდან
ჰაბიბ, იუსუფი ( * ... 1916, სამარყანდი ― † 4 თებერვალი. 1945, ვარშავის მახლობლად ), ტაჯიკი პოეტი. 1940 სამარყანდში დაამთავრა უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაიღუპა დიდ სამამულო ომში. პირველი ლექსები 1936 გამოაქვეყნა. 1939 გამოვიდა მისი კრებული "სამშობლოს სიმღერები". ჰაბიბის პოეზიის ენა უბრალო და სახიერია, სიახლე შეიტანა ტაჯიკური ლექსის მეტრიკაში. 1968, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ნ. ოსტროვსკის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატობა. წერდა ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებსაც. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.