ჯავის რაიონი
ვიკიპედიიდან
ჯავის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.
რაიონის ტერიტორია კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. რაიონის ტერიტორია შეადგენს 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 2 დაბაა (ჯავა, კვაისა), 8 საკრებულო და 104 სოფელი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს.
ჯავის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.
შიდა ქართლის მხარე | |
ცხინვალი | გორის რაიონი | კასპის რაიონი | ქარელის რაიონი | ხაშურის რაიონი | ჯავის რაიონი |