ხაჭაპური
ვიკიპედიიდან
ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.
რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს:
- იმერული ხაჭაპური
- მეგრული ხაჭაპური
- აჭარული ხაჭაპური
- სვანური ხაჭაპური
- ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური
- ფენოვანი ხაჭაპური