ჭვინტაკასებრნი
ვიკიპედიიდან
ჭვინტაკასებრნი (Prunellidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის (Prunella და Laiscopus) 12 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 2: ალპური ჭვინტაკა (Laiscopus collaris) და ტყის ჭვინტაკა (Prunella modularis). პირველი ბინადრობს ქვა-ღორღიანსა და კლდეებში - ალპურ სარტყელში, მეორე - ხშირბუჩქნარიან ტყეებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილ-წვრილი უხერხემლოებით, კენკრით, თესლებით.