წყნეთი
ვიკიპედიიდან
წყნეთი - დაბა თბილისიდან 8 კმ-ზე, ექვემდებარება თბილისის მერიას. მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. ზღვის დონიდან 700-1100 მ-ზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. აქ ზაფხული თბილი იცის (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსი), ზამთარი რბილი. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. მოსახლეობა 8.2 ათასი (2002). წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე უნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია სამი მცირე ეკლესია.