ცვინგერის სასახლე (დრეზდენი)
ვიკიპედიიდან
დრეზდენის ცვინგერი (გერმ.: Dresdner Zwinger) არის ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში, რომელიც ინახება ხელოვნების ნიმუშთა დიდებული კოლექცია .
სექციების სია |
[რედაქტირება] ცვინგერის მუდმივი გამოფენები
- ფიზიკა-მათემატიკური სალონი
- ცხოველთმცოდნეობის მუზეუმი
- პორცელანის ნაკეთობათა კოლექცია
- ზარდახანა
- ძველ ოსტატთა ნახატების გალერეა
[რედაქტირება] ცვინგერის კომპლექსი
[რედაქტირება] გვირგვინიანი კარიბჭე
მსოფლიოში სახელგანთქმული და «ცვინგერის» ყველაზე პოპულარული ნაწილია «გვირგვინიანი კარიბჭე» , რომლის წვერს ამშვენებს პოლონეთის სამეფო გვირგვინი. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედნაზე ხედით.
[რედაქტირება] ნიმფების აუზი
«ნიმფების აუზი» (გერმ.: Nymphenbad) მდებარეობს «ცვინგერის» ციხესიმაგრის კედლების შიგნით ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევა ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს შადრევნებს შორის.
[რედაქტირება] ზარების პავილიონი
«ცვინგერის» კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა "ზარებიანი საათი", რომელიც დამზადებულია მაისნერის პორცელანისაგან.
[რედაქტირება] ისტორია
«ცვინგერი» აშენებულ იქნა 1711 - 1722 წლებში მათეუს დანიელ პიოპელმანისა და ბალთაზარ პერმოზერის მიერ დრეზდენის ძველი ბასტიონის კედლების ნანგზევებზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა საგრძნობლად იქნა დაზიანებული 1945 წლის თებერვალს. იმავე წელს დაიწყო შესაკეთებელი სამუშაოები. 1951 წელს აღდგენილ იქნა «გვირგვინიანი კარიბჭე», 1952 - «ფიზიკა-მათემატიკური სალონი», 1953 - «ზარების პავილიონი» და 1954 წელს «კედლის პავილიონი» და «ფრანგული პავილიონი». 1963 წელს სამუშაოები დასრულებულ იქნა.
დღეისათვის «ცვინგერი» თითქმის იმ ფორმაშია აღდგენილი, როგორიც ის ომამდე იყო.