ცენტრალური აზია
ვიკიპედიიდან
ცენტრალური აზია - ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:
- ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი (მცირე ევროპული ნაწილის გამოკლებით), უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ოთხი ქვეყანა შუა აზიის რეგიონად მოიხსენიებოდა.
- აზიის შიგამატერიკული რაიონები: ავღანეთი, დასავლეთი ჩინეთი და მონგოლეთი.
ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით - ტიან-შანი, კუნ-ლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში - 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.