ჩიქობავა, არნოლდ
ვიკიპედიიდან
არნოლდ ჩიქობავა (14 მარტი, 1898 - 5 ნოემბერი, 1985) -- ქართველი ლინგვისტი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ლინგვისტიკის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობაოში (სენაკის რაიონი, სამეგრელო). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-33 წლებში ასოცირებული პროფესორი, შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ხდება; 1933-60 წლებში ხდება თსუ-ს კავკასიოლოგიის განყოფილების უფროსი. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1936-85 წლებში ლინგვისტიკის ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების უფროსია, 1950-52 წლებში ამ ინსტიტუტის დირექტორი. 1941 წლიდან ხდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკადემიკოსი. 1950-63 აკადემიის პრეზიდიუმის წევრია.
პროფესორი ჩიქობავა იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1960), დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1968), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის მფლობელი (1951).
არნლოდ ჩიქობავას მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ლინგვისტიკის ძირითადი პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკ-კავკასიელთა ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და მისთ. ის ავტორი იყო 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომისა და 14 მონოგრაფიის. იყო დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ლინგვისტიკის ყოველწლიური" (ამჟ. "იბერიულ-კავკასიური ლინგვისტიკა").
გარდაიცვალა 1985 წელს თბილისში. დაკრძალულია თსუ-ს ბაღში.