ჩაქვი
ვიკიპედიიდან
ჩაქვი - დაბა ქობულეთის რაიონში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე (ზღვის დონიდან 30 მ, ქობულეთიდან 12 კმ). დაბის სტატუსი მიიღო 1954 წელს. მოსახლეობა 8.1 ათასი (2002). ადამიანს აქ ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის განძი. ჩაქვში არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტები.